სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ჩესტერი
წარმოშობა: ამერიკული ჯიში. ბუჩქის ფორმა: მაღალი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობის პერიოდი: მაისის ბოლო, ივნისი. ნაყოფის ფერი: კრიალა, შავი; ფორმა: მოგრძო, ოვალური; ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 8-10 გრამი; რბილობი: მუქი ბორდისფერი, მკვრივი, წიპწიანი, ძლიერი არომატით. მოსავლიანობა; მაღალი 15–17 ტონა ჰექტარზე. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა. საგემოვნო თვისებები: მომჟავო სასიამოვნო გემოსი. მოსავლის კრეფა გრძელდება ივლისის შუა რიცხვებიდან – სექტემბრის დასაწყისამდე.