სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
სანანდრიასი
წარმოშობა: ამერიკული ჯიშია. ძირითადი მახასიათებლები არის ალბიონის ჯიშის მსგავსი. ნაყოფის ფერი: ოდნავ უფრო ბაცია ვიდრე ალბიონის, მოსავლიანობის რაოდენობა და მისი ხარისხი კი იდენტურია, მოსავლიანობას იწყებს მაისის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე. კარგად იტანს ტრანსპორტირებას. ხარობს როგორც მზიან ასევე ჩრდილიან ადგილებში. კარგად იტანს დაბალ ტემპერატურებს. დაავადებებისა (კოლლეტკრეში, ვერტიცილიუმი და ფიტოფტორა) და მავნებლების (ტკიპები) მიმართ მდგრადია.