სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
აჰუდუდუ
წარმოშობა – თურქეთი. ველურ ბუნებაში გავრცელებული ადგილობრივად გამოყვანილი ჯიშია. ნაყოფი საშუალო ზომის, ტკბილი, წვნიანი. შეფერილობა – წითელი. მაღალ მოსავლიანი, 12 ტონამდე ჰექტარზე. გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით – როგორც ცოცხლად საკვებად, სევე დასაკონსერვებლად, საკონდიტრო და წვენების წარმოებაში. შეიცავს C ვიტამინის დიდ რაოდენობას და გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებითაც.
სანერგეებში არსებული „აჰუდუდუს“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.