სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ტულამენის მარგალიტი
ჯიშის წარმოშობა: კანადა. ზაფხულის საგვიანო ჯიშია, სიმწიფეში შედის ივლისის დასაწყისში და გრძელდება 6 კვირის განმავლობაში. მაღალ მოსავლიანია. ნაყოფი ძალიან დიდი ზომისაა, მუქი ვარდისფერი, ტკბილი და არომატულია. მოკრეფის შემდეგ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს და კარგად ინახება. მდგრადია დაავადებებისადმი. დადებითი თვისებების გამო ჯიში დაჯილდოვებულია AGM სერტიფიკატით. მოსავლის კრეფა მიმდინარეობს ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
სანერგეებში არსებული „ტულამენის მარგალიტის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.