სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ტულამეჯიკი
ჯიშის წარმოშობა: შვეიცარია. გამოყვანილია Autumn Bliss და Tulameen ჯიშების შეჯვარებით. მცენარეები მოსავალს იძლევა როგორც ზაფხულის, ასევე შემოდგომის განმავლობაში. მწიფდება Nova შემდგომ და 1 კვირით ადრე ვიდრე Tulameen. საკმაოდ მდგრადი ჯიშია დაავადებების და განსაკუთრებით ფესვის ფიტოფტოროზის მიმართ. ნაყოფი დიდი ზომისაა, ბაცი წითელი შეფერილობის, მკვრივი. ძალიან გემრიელია, ჯოლოს მკვეთრი არომატით. ჯიშის თვისებებიდან (ძირითადად – დაავადებების მიმართ გამძლეობა) გამომდინარე მარტივია ამ ჯიშის ბიო-წარმოება.
სანერგეებში არსებული „ტულამეჯიკის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.