კოოპერატივი გილე

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.

მობილური: 599781445

ჰიმბო ტოპი

ჟოლოს რემონტატული ჯიშია, არ ითვლება საადრეო ჯიშად, მაგრამ საკმაოდ მაღალ მოსავლიანია. ნაყოფი ბაცი წითელია, ნაკლებად მკვრივი, საშუალო არომატით და ნაკლებად ტკბილი. კარგად უძლებს შენახვასა და ტრანსპორტირებას. მოსავლის კრეფა მიმნოდარეობს: აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერში.

სანერგეებში არსებული „ჰიმბო ტოპის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.