სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ნოვა
წარმოშობა: შოტლანდია, კანადა. ჯიში გამოყვანილია 1981 წელს, ადაპტირებულია მკაცრი ზამთრის პირობებისათვის და მაღალმთიანი რეგიონებისათვის, კარგად უძლებს ცხელ ზამთარს და გვალვას, ძლიერი ზრდის მცენარეა, სწორნდგომი, მაღალი ბუჩქი, მოითხოვს შპალერულ სისტემას. მაღალ მოსავლიანია, 8-10 ტონა ჰექტარზე. ყვავილობის პერიოდი: ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ნაყოფი მკვეთრად წითელია, მკვრივი, საშუალო და დიდი ზომის, ერთი კენკრის მასა 5-8 გრამი. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სასიამოვნო გემოთი. სიმწიფის პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ასევე, ხანგრძლივად ინახე. მცირე რაოდენობით აქვს პატარა ეკლები.