სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
კაროლინა
წარმოშობა: ამერიკა. სწორ მდგომი, მაღალი ბუჩქი, მოითხოვს შპალერულ სისტემას. საუკეთესო არომატის ჟოლოს ჯიშია. ყვავილობის პერიოდი: ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ნაყოფის ფერი: წითელი, ტკბილი, ნაზი, მსხვილი, ერთი კენკრის მასა 5-8 გრამი. რაც უფრო თბილია ზამთარი და გაზაფხული – მით ადრე შედის სიმწიფეში. მცენარეები გამძლეა დაავადებებისადმი და ფესვის სიდამპლისადმი. სიმწიფის პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სასიამოვნო გემოთი.