კოოპერატივი გილე

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.

მობილური: 599781445

კენბი

წარმოშობა: კანადური ჯიშია. ბუჩქის ფორმა: სწორნდგომი უეკლო ღეროებით, მოითხოვს შპალერულ სისტემას, დიდი რაოდენობით ინვითარებს ამონაყრებს. ყვავილობის პერიოდი: მაისის დასაწყისი. ნაყოფის ფერი: წითელი; ფორმა: მომრგვალებულ კონუსური, ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 4-4,5 გრამი; რბილობი: ღია ვარდისფერი, მკვრივი, კარგი არომატით. მოსავლიანობა; მაღალ მოსავლიანი 8-9 ტონა ჰექტარზე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: იშვიათად ავადდება მავნებელ-დაავადებებით. სიმწიფის პერიოდი: სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებში და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სასიამოვნო გემოთი.