ისაბალ სოლოღაშვილი

ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599985082

ზირაატ 0900

ძალიან მაღალმოსავლიანია. ნაყოფი დიდი ზომისაა, გულისებრი ფორმის, მკვრივი, ხრაშუნა, ტკბილი და გემრიელი. ფერი: ღია წითელი. ალუბლის პირველი ჯიშია, რომელიც გამოყვანილია ხელოვნური განაყოფიერების გზით. მოსავლის კრეფა ტარდება ივნისის 20-დან მაქსიმუმ 5 ივლისამდე. დამამტვერიანებლად გამოდგება ნებისმიერი ალუბალი, რომელიც იმ დროს წვავილობს.

სანერგეებში არსებული „ზირაატ 0900-ის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.