ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
საადრეო ბურლატი
საადრეო ჯიშია, ძალიან მაღალ მოსავლიანი. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მკვრივი, წვნიანი და ხრაშუნა. ნაყოფის ფერი: ალაგ-ალაგ ღია და მუქი წითელი – მუქი წითელი ფონი იფარება დიდი ღია ფერის ლაქებით. გამძლეა ბაქტერიული დაავადებებისა და მაყოფის ნახეთქების დაფარვისადმი. იკრიფება: მაისის მესამე კვირას მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში. დამამტვერიანებლები: Van, Bing an Metron Premier.
სანერგეებში არსებული „საადრეო ბურლატის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.