ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
მოლლარ დე ელჩე
ჯიში გამოყვანილია ესპანეთში და დღეის მდგომარეობით ყველაზე გავრცელებულია ამ ქვეყანაში. ნაყოფები დიდი და ძალიან დიდი ზომისაა. ძლიერი და სწრაფად მზარდი მცენარეა. ნაყოფის მარცვლები მუქი წითელი ფერისაა ნაზი გარსით და წვრილი კურკებით. მაღალ მოსავლიანია და გააჩნია მაღალი ხარისხი და ხანგრძლივად შენახვის უნარი. დამწიფება და მოსავლის კრეფა იწყება ოქტომბრის შუს რიცხვებიდან და გრძელდება 1 თვის განმავლობაში.
სანერგეებში არსებული „მოლლარ დე ელჩეს“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.