ისაბალ სოლოღაშვილი

ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599985082

ჰანა ფუჯი

წარმოშობა: კალიფორნია. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, უმაღლესი ხარისხის, არ გააჩნია სიმჟავის გემო. ნაყოფის კანი ნარინჯისფერია. სიმწიფეში შესვლისას ხდება მუქი ქარვისფერი. აქვს წვრილი კურკები. მოსავლის აღება იწყება ოქტომბრის მეორე დეკადიდან და სრულდება 2 კვირის განმავლობაში.

სანერგეებში არსებული „ჰანა ფუჯის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.