ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
წითელი ბრილიანტი
მცენარე იზრდება 6 მ-მდე სიმაღლის. მაღალ მოსავლიანია. ნაყოფი დიდი ზომისაა, მრგვალი ფორმის, წვნიანი და არომატული. ნაყოფის კანი ნარინჯის ფერია, მკვრივი და წვნიანი. გამოირჩევა განსაკუთრებული გემური თვისებებით და ნაყოფის მაღალი ხარისხით. მოსავლის აღება იწყება ოქტომბრის ბოლოდან და სრულდება ნოემბრის 20-მდე.
სანერგეებში არსებული „წითელი ბრილიანტის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.