ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
სანტა როსა
რეგულარული მსხმოიარობის ჯიშია, არ ახასიათებს მეწლეურობა. ნაყოფი საშუალო ზომისაა, წვნიანი, ტკბილი და ძალაინ არომატული. ნაყოფის ფერ: მოწამური წითელი. მოსავლის აღება ტარდება ივლისის 2-3 კვირებში. დამამტვერიანებლები: Formosa და Wickson-ს ჯიშებია.
სანერგეებში არსებული „სანტა როსას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.