ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ოზარკ პრემიერი
ჯიში გამოსადეგია როგორ სასუფრედ, ასევე საჩირედ. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ტკბილი და წვნიანი. ნაყოფის ფერი: მწვანე – მუქი იისფერი შეფერილობით. სამაცივრე მეურნეობაში ინახება 2 თვემდე. თვითდამტვერვითი ჯიშია. თუმცა სხვა დამამტვერიანებლების გამოყენებით, გამოირჩევა ნაყოფის შენარჩუნების ზრდით. მოსავლის აღება ტარდება 5 სექტემბრიდან 2 კვირის მანძილზე. დამამტვერიანებლები: Stanley.
სანერგეებში არსებული „ოზარკ პრემიერის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.