ისაბალ სოლოღაშვილი

ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599985082

შავი ქარვა

ძალიან მაღალ მოსავლიანი ჯიშია. ნაყოფი მკვრივი, წვნიანი და არომატულია. კურკა მცირე ზომისაა. ფერი: მიახლოვებულია შავთან, მუქი იისფერი შეფერილობით. მოსავლის კრეფა ტარდება ივლისის 15-დან თვის ბოლომდე. დამამტვერიანებლები: Friar and Santa Rosa.

სანერგეებში არსებული „შავი ქარვის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის

მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.