ისაბალ სოლოღაშვილი

ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599985082

სამეფო შავი

ნაყოფი დიდია, მადის მომგვრელი გარეგნობის, ხაოიანი კანით. არის სასუფრე ჯიში, თუმცა შესაძლებელია მისი გაყინვაც. ნაყოფის ფერი: მუქი იისფერი ან/და ალისფერი შავი. ნაყოფის კანი და რბილობი არის მკვრივი, კარგად უძლებს ტრანსპორტირებას. არის საექსპორტო. დამწიფებას იწყებს ივლისის შუა რიცხვებიდან, ხოლო მოსავლის კრეფა ხდება ივლისის ბოლოდან 1 თვის განმავლობაში.

სანერგეებში არსებული „სამეფო შავის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.