ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599222599

წაბლი

წაბლი – (ლათ. Castanea) – ფოთოლმცივანა მერქნიანი მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს. უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი). ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართო ფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერეტურა 0,30 C, ზაფხულში 18-200 C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.

კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯის და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა.

უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

იშების დახასიათება:

ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს