ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
საადრეო ტკბილი
ძალიან საადრეო ჯიშია. ნაყოფი დიდი ზომისაა, წვნიანი, უმაღლესი ხარისხის, ძალიან არომატული. ფერი: მეწამული წითელი. მოსავლის კრეფა ხდება მაისის პირველი დეკადიდან, თითქმის 1 თვის განმავლობაში. დამამტვერიანებლები: Merton Slava and Nuir de Guben.
სანერგეებში არსებული „საადრეო ტკბილის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.