ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
შესანიშნავი
ამ ჯიშს დიდი პოპულარობა აქვს ნაყოფის დიდი ზომისა და მაღალი ხარისხის გამო. მაღალ მოსავლიანია. ნაყოფის კანი ბაცი მოწითალო-მონარინჯისფერია, ხოლო მარცვლები მუქი ბორდოსფერი. გამოირჩევა მაღალი ხარისხის წვნიანი კონსისტენციით. მცენარე იზრდება 5-6 მ-მდე. მოსავლის კრეფა ტარდება ოქტომბრის 20-დან 20-25 დღის მანძილზე.
სანერგეებში არსებული „შესანიშნავის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.