ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ტოკალ-ოგლუ
სუფრის ჯიშის ნაირსახეობაა. ნაყოფი: დიდი, რბილი, უზომოდ წვნიანი და ტკბილია, სასიამოვნო სუნით. ფერი: მოთეთრო-მოყვითალო, ალაგ-ალაგ ბაცი წითელი შეფერილობით. საკმაოდ ტკბილი კურკის გულით. მოსავლის აღება ტარდება ივნისის შუა რიცხვებში.
სანერგეებში არსებული „ტოკალ-ოგლუს“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.