ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
როქსანა
სუფრის ჯიშის ნაირსახეობაა. ნაყოფი: დიდი და საშუალო ზომისაა. ფერი: მუქი ნარინჯისფერი-მოწითალო ყვითელ ფონზე. შენახვისას ესაჭიროება დაბალი ტემპერატურა. ყინვაგამძლეა. ტენის მოყვარულია. საკმაოდ ტკბილი ნაყოფით და კურკის გულით. მწიფდება ივლისის ბოლო კვირას.
სანერგეებში არსებული „როქსანას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის,
სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.