ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ტირინფოსი
ერთ-ერთი ყველაზე საადრეო ჯიშია. ზოგადად ხასიათდება თვითდამტვერვის თვისებებით. მაღალ ნაყოფიერია. საშუალოზე დიდი ზომის ნაყოფები, ფერი: ხასხასა წითელი ლაქები ქარვისფერ-ყვთელ ფონზე. ნაყოფი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და ამიტომ ეს ჯიში საუკეთესოა საჩირედ. მოსავლის კრეფა იწყება ივნისის დასაწყისში და გრძელდება 2-3 კვირის მანძილზე.
სანერგეებში არსებული „ტირინფოსის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.