ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
შავი ბრილიანტი
მაღალ მოსავლიანი ჯიშია. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ხრაშუნა, წვნიანი, ტკბილი და არომატული. ნაყოფი მუქი იისფერ-შავი ფერისაა. როდესაც მწიფდება იფარება წინწკლებით. მოსავლის აღება: ივლისი ბოლო კვირა – აგვისტოს პირველი კვირის ჩათვლით. დამამტვერიანებლები: Friar and Santa Rosa.
სანერგეებში არსებული „შავი ბრილიანტის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.