ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ფორტუნა
ამ ჯიშს არ ახასიათებს მეწლიურობა. ნაყოფი დიდი ზომისაა, წვნიანი და მკვრივი. ნაყოფის ფერი: მუქი წითელი. მოსავლის კრეფა ტარდება აგვისტოს დასაწყისიდან 2 კვირის განმავლობაში. დამამტვერიანებლები: Friar and Santa Rosa.
სანერგეებში არსებული „ფორტუნას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.