ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ქლიავი ატმისებური
ქლიავი საინტერესოა თავისი მსხვილი, ლამაზი ადრეულა სიმწიფის ნაყოფით. ნაყოფი გემოთი არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ საუკეთესო პროდუქციას წარმოადგენს კომპოტისთვის. „ატმისებური“, ცნობილია როგორც ადრეულა სიმწიფის ქლიავი.ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ინვითარებს გაშლილ მრგვალ ვარჯს. ხე საკმაოდ გამძლეა ყინვისადმი. ფოთოლი მსხვილი, ოვალური ფორმისაა, შემრგვალებული წვეროთი, მუქი მწვანე ფერისაა, შებუსვილი, კიდე ორმაგადაა დაკბილული. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ახასიათებს საშუალო მოსავლიანობა. ნაყოფი მსხვილია (4,5X4,7X4,6 სმ.), საშუალოდ 1 ნაყოფი 41 გრამს იწონის, მომრგვალო ფორმისაა, ბრტყელი და განიერი ფუძით და ბოლოთი. ნაყოფზე ღარი არ არის ღრმა. ნაყოფის კანი სქელია, დაჩრდილულ ადგილებზე შეფერვა მოწითალო ან მუქი წითელი აქვს, დაფარულია წვრილი თეთრი წერტილებით. კანი დაფარულია ლამაზი ცვილისებრი მკრთალი ფერის ფიფქით. ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ძარღვიანი, საკმაოდ წვნიანი, მოტკბო–მჟავე გემოს