ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599222599

ემპრესა

არის იაპონური ქლიავისა და ალუჩის ნაჯვარი. საკმაოდ მაღალ მოსავლიანი ჯიშია. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, წვნიანი და არომატული. ნაყოფის ფერი: მწვანე – მუქი იისფერი შეფერილობით. შენახვის მცირე ვადიანია ვინაიდან გააჩნია არამკვრივი რბილობი. იაპონური ქლიავების ჯიშებში ყველაზე საადრეოა. დამამტვერიანებლად გამოიყენება: ტავრიული ალუჩა / CAN. სანერგეებში არსებული „ემპრესას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.