ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ვენუსი
წარმოშობა: იტალია. ძალიან მაღალ მოსავლიანი. ნაყოფი დიდი ზომისაა, საკმაოდ ტკბილი, საშუალოდ წვნიანი და ხარისხიანი. გამძლეა შენახვისას, მისი შენახვა ხანგრძლივი პერიოდით შესაძლებელია საწყობ-მაცივრებში სხვა ჯიშებზე მატ ხანს. მწიფდება აგვისტოს მეორე კვირიდან და კრეფა სრულდება 10-12 დღეში.
სანერგეებში არსებული „ვენუსის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.