ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
იტალიური ვაშლატამა
ვაშლატამა, გამოყვანილია კალიფორნიაში , ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს, მაღალ მოსავლიანი ჯიშია. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა მრგვალი ფორმის, კანი სქელი, მკვრივი, შეუბუსავი, რბილობს ძნელად სცილდება. ძირითადი შეფერვა მოვარდისფრო – ყვითელი. რბილობი ნაზი კონსისტენციისა, წვნიანი, გემრიელია და აქვს სასიამოვნო არომატი. პერსპექტიული ჯიშია, ფართოდ ინერგება უკანასკნელ წლებში. იკრიფება ივნისის დასაწყისში.