ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ნონპარლეი
წარმოშობა – ამერიკა, კალიფორნია. მაღალ მოსავლიანი ჯიშია. ნაყოფი საშუალო ზომის, ნაჭუჭი ხელით ადვილად იმტვრევა. მაღალი ხარისხის, დელიკატესი (გამორჩეული გემური თვისების). გული შეადგენს 60-70 %-ს. იყიდება როგორც ნიჟარის სახით, ასევე გატეხილი გულები. Texas and Ne Plus Ultra ჯიშები გამოიყენება დამამტვერიანებლებად. სანერგეებში არსებული „ნონპარლეის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.