ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
გუარა
საშუალო-გვიან მოყვავილე, საშუალო ზრდის, საშუალო ზომის ნაყოფებით, ჯიში არ მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშის დარგვას. მწიფდება აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე არსებულ პერიოდში. მისი სიმაღლე საშუალოდ 6-10 მეტრამდეა. ნაყოფი კურკაა, იგი მოთავსებულია მწვანე ფერის მშრალ ნაყოფგარემოში – ე.წ. “ლენჯოში”. დამწიფებისას ნაყოფგარემო სკდება.