ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599222599

ჰორტენზია

გამოყვანილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბლისა და ალუბლის შეჯვარებით. ეკუთვნის ხე-ალუბლების ჯგუფს. ხასიათდება ძლიერი ზრდით. საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას.ყვავილობს მარტის მეორე ნახევარში. მწიფდება მაისის მეორე ნახევარში, მოიხმარება სასუფრედ. ნაყოფი მსხვილი, გარეგნობით ბალს წააგავს. გემოთი ალუბალს. ყუნწი გრძელია. კანი თხელი, ნაზი, მბრწყინავი ზედაპირით, ნაყოფს აქვს მუქი წითელი შეფერილობა. რბილობი მოყვითალო-ვარდისფერი, მდნარი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო საუკეთესო გემოთი. კურკა მსხვილი, რბილობი კარგად ეცლება. ბუნებრივ პირობებსა და მოვლას მოითხოვს.