ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
ხურმა
ხურმა – (ლათ. Diospyros) – მცენარეთა გვარი აბანოზისებრთა ოჯახისაა. სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქებია. ცნობილია 200-მდე სახეობა. ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე – 3: იაპონური, კავკასიური და ვირგინიული ხურმა. მათგან ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი, ანუ კავკასიური ხურმა (Diospyros lotus); მაღალი ხეა. მისი ნაყოფი პირველად მოყვითალო-მოწითალო და მწკლარტეა. მწიფეს მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი გადაკრავს, სიმწკლარტე აღარ აქვს. ჩვენში უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებში იზრდება. იყენებენ საძირედ. ვირგინული ხურმის (Diospyros virginiana) სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. გავრცელებულია იაპონიაშიც. საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოვებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთსა და ქართლის ზოგიერთ რაიონებში. ნაყოფი შეიცავს 25 % შაქარს (ჩირი 60 %-მდე), ვიტამინებს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს