ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ლეღვი
ლეღვი – (ლათ. Ficus carica) — სუბტროპიკული ხეა. მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსვილი ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსცვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ყვავილსაჯდომის კედლები გამოფენილია. მრავალი წვრილი ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილით,
მტვრიანიანი (მამრობითი) ყვავილები კი მის ზედა ნაწილშია მოქცეული. ყვევილები იმტვერება პატარა კრაზანის — პლასტოფაგას მეშვეობით. ნამდვილი ნაყოფი პაწაწინა კაკლუჭაა. ნაყოფედი (ცრუ ნაყოფი), რომელიც საჭმელად იხმარება, ზოგჯერ პართენოკარპულად (გაუნაყოფიერებლად) ვითარდება. ლეღვი ნიადაგისადმი დიდ მომთხოვნელობას არ იჩენს — კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორდიან, კირნარ ადგილებს, ხარობს ხრიოკებზე, ჩამონაზვავებზე, ზოგჯერ შენობების ნანგრევებზე და კლდეებზეც კი. ღრმა ნიადაგზე და ზომიერად ტენიან პირობებში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, დაბალი ტემპერატურისადმი კი უფრო მგრძნობიარეა და 12-14 °C-ზე უკვე ნაწილობრივ ზიანდება. ცოცხლობს 100-200 წელს.
ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ხშირად გაველურებულია. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არ ინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ებით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4 უჯრედისს, 1-მდე მჟავებს; მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით.
ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77 % შაქარს შეიცავს. საქართველოში ლაღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში. უცხოური ჯიშებიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს თათრულ ლეღვს, ჩაფლას, შაქარა ლეღვს, ჩიტა ლეღვს, დიდ ლეღვს, ოქრო ლეღვს, ღვინა ლეღვს, ტაბაკა ლეღვს, შავ ლეღვს და სხვა. ღეღვს ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით და ფესვის ამონაყრით. ლეღვის მავნებლებია: ფქვილისებრი ცრუფარიანა, ლეღვის ფარიანა, ფსილა, ალურა, ცილაჭამია და სხვა.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს