ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ალუბალი
ალუბალი – (ლათ. Prunus cerasus) – მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანი კურკიანი. ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავალს იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალ მოსავლიანი (დაახლოვებით 10 ტ/ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-15,5 % შაქარს, 0,8-2,4 % მჟავას, 0,15-0,88 % მრთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალმწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურულ ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს – ბუძქოვანსა და ხისებრს. ბუძქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები – ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია – ქართული ალუბალი და პოდბელსკი. ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარით და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ და თიხნარ ნიადაგებზე. ალუბლის მავნებელია: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს