ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ბროწეული
ბროწეული – (ლათ. Punica granatum) – ბუჩქი ან ხე (სიმაღლით 5 მ-მდეა) ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცმიმანი ეკლიანი მცენარეა. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფითლები, რომელთაგან ზოგი დიდია , სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს; ზოგი (85-95 %) კი განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დამტვერვა ჯვარედინია. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს მწიყვითელი ან წითელი ნაყოფის ფერი, სფეროსებრი მრავალი (400-700) წვნიანი თესლი, რომელიც მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.
ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა (იტანს -100C), ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში – ივრის, ალაზნის და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონებში. კულტივირებულია სუბტროპიკულ ზონაში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19 % შაქარს
0,3-9 % ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს („გრენადინი“, „მაშარაფი“ და სხვა), სანელებელს.
ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვების ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრაქტს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით, ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32 %-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებავების დასამზადებლად.
საქათველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. დარაიონებული ჯიშებია: ვარდისფერი გულოშა, ყირმიზი ყაბუხი, შაჰ-ნარი, სალავათური. ბროწეულს აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა; ავადდება ფომოფსისით (ტოტების კიბო).
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს