ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ვაშლატამა
ვაშლატამა – (ლათ. Prunus persica) – ხეხილოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახის. ატმის სამშობლოა ჩინეთი, ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. მცენარეებისად ყველაზე მეტად ენათასავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად განსხვავდება ნაყოფით. ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7-8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). რბილობი თეთრი ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, მე-5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15-16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოვებით ჩრდილოეთის განედი 500 და სამხრეთის განედი 400 აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელო აქვს მრავალ ქვეყანაში.საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი – ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება ჩირი, მურაბა და კომპოტი. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, კლასტეროსპოროზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან – ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.ვაშლატამა – შეუბისავი ატმების ჯგუფია. ცნობილია ასევე ნექტარინების სახელით. უკანასკნელ წლებში საქართველოში მიიღო სამრეწველო დანიშნულება. ჯგუფი მოიცავს მრავალ ჯიშს. ნაყოფი ლამაზია, გლუვკანიანი; რბილობი – თეთრი ან ყვითელი, აქვს შეზრდილი ან თავისუფალი კურკა.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს