ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
გარგარი
გარგარი – (ლათ. Prunus armeniaca) – ხეხილოვანი მცინარე ვარდისებრთა ოჯახის. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლო ელიფსური ან განიერკვარცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორციანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი. გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგებზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8 – 12 ტონა 1 ჰა-ზე. გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრთილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგრის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20 %), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38-1,27 %), კაროტინს (10 მგ-მდე); თესლი – 29-58 % ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).
საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 4 % უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგრის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლებია: ცხვირგრძელები და პეწიანები.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს