ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599222599

ქლიავი

ქლიავი – (ლათ. Prunus domestica) – კურკოვანთა გვარის საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილებს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.

ქლიავი არის სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე კულტურა, იგი იტანს 20-25°C ყინვას. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ხილთან (ვაშლი, მსხალი) შედარებით დაბალია და არ აღემატება 45-60 წელს. ახალგაზრდა ასაკში ძლიერ იზრდება, ხოლო მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ზრდის პროცესი შენელებულია.

მცენარე ძირითადად ჯვარედინული დამტვერვით ხასითდება, თუმცა აღინიშნება თვითდამტვერვის შემთხვევებიც. ნაყოფი მსხმოიარობს ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას აღწევს 5-6 წლის ასაკში და საჰექტარო მოსავლიანობას აღწევს 15-17 ტ/ჰა-ზე.

ჯიშების დახასიათება:

სამრეწველო დანიშნულებით გამოირჩევა შინაური ქლიავი და ჩინურ-იაპონური სახეობები. ყველაზე მეტად ნაყოფის შეფერილობითა და ფორმის მიხედვით განასხვავებენ ქლიავის შემდეგ სახეობებს: უნგრულები — მუქლურჯად შეფერილი, მოგრძო თავში და შევიწროებული ბოლოში. გავრცელებული ჯიშებია: სტენლი, შავქლიავა, იტალიურ-უნგრულა.

რენკლოდები — მომწვანო მოყვითალო, მრგვალი ნაყოფებით. გავრცელებული ჯიშებია: ალტანის რენკლოდი და მწვანე რენკლოდი.

კვერცხისებრი ქლიავები — მსხვილი კვერცხისებრი ფორმის ყვითელი ან წითელი ნაყოფებით, ამათგან გავრცელებული ჯიშებია: ვაშინგტონი და ჯეფერსონი.

ყველა ეს ჯიში შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისა და მოვლის პირობებში ხარობს თითქმის ყველგან, სადაც ხარობს ქლიავის რომელიმე ჯიში.

იშების დახასიათება:

ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს