სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ჟოლო
ჟოლოს ორი სახეობა არსებობს: ტყის და ბაღის. ტყის ჟოლო გამოირჩევა საოცარი არომატით და სამკურნალო თვისებებით. ბაღის ჟოლო კი უფრო ტკბილი და გემრიელია, მაგრამ ნაკლებად სამკურნალოა. ჟოლო მალფუჭებად ნაყოფს მიეკუთვნება. მისი ამორჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იყოს მშრალი, ობისა და მავნებლების გარეშე. ზოგადად ტყის ჟოლო უკეთესად ინახება, ვიდრე ბაღის. მისი შეფერილობა სხვადასხვაგვარია. სასურველია ნაყოფი იყოს თანაბრად შეფერილი და არ ჰქონდეს შავი და მწვანე ჩანართები. ყველაზე სასარგებლოა სეზონური და ადგილობრივი ჯიშის ნაყოფი. იმპორტირებულ ნაყოფს, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით კონსერვანტების შემცველობა უნდა ჰქონდეს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჟოლო ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიტოქსიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ასევე გვეხმარება დავძლიოთ დაღლილობა და ცუდი განწყობილება. ჟოლო ნაზი პროდუქტია. იგი ცუდად იტანს ტრანსპორტირებასა და შენახვას. თუ მან ტრანსპორტირებისას წვენი გამოყო, შემდეგში მისი შენახვა არ არის რეკომენდირებული. ზოგადად იგი მაცივრის პირობებში სულ რამოდენიმე დღე ინახება. ჟოლოს გარეცხვა შესაძლებელია მხოლოდ გამოყენების წინ, ვინაიდან გარეცხილი პროდუქტი უცბად ფუჭდება. ჟოლოს მთავარი ღირსებაა ისიც, რომ თერმული დამუშავებისას იგი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს. ამით აიხსნება ჟოლოს მურაბის პოპულარობა. იგივე შეიძლება ითქვას გაყინულსა და გამომშრალ ნაყოფზე. გაყინვა უკეთესია ვაკუმპაკეტში.
ჯიშების დახასიათება:
ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს: